პრესრელიზი
27 თებერვალი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
დიანა ველენგუსრკაია
(+995 32) 224 44 44, 226 44 44
Fax: (+995 32) 224 44 44, 226 44 44 (ext. 1119)
d.velengurskaia@tegetamotors.ge
http://www.tegetamotors.ge/
„თეგეტა მოტორსის" მხარდაჭერით ოფროუდ შეჯიბრი „ბაკურიანი - 2012" გაიმართა
[PUBLICITY.GE] თბილისი, 27 თებერვალი, 2012 - კვირას, 26 თებერვალს, დაბა ბაკურიანში ჩატარდა შეჯიბრი ოფროუდში „ბაკურიანი - 2012". ბაკურიანობისთვის მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ექსტრემალური ავტოტურიზმის კავშირის „ოფროუდერ კლუბი", საქართველოს ექსტრემალური სპორტის ეროვნული ფედერაციის, „თეგეტა მოტორსისა" და ნავთობ კომპანია „გალფის" მხარდაჭერით.
შეჯიბრი მიმდინარეობდა მთელი დღის განმავლობაში და ჩატარდა 5 კატეგორიაში: 3 ოფროუდ კატეგორია (სტანდარტული, მონსტრები, ექსტრემი), შეჯიბრი თოვლმავალებით და მოტოკროსი.
შეჯიბრში მონაწილეობას იღებდნენ არამარტო საქართველოს, არამედ სომხეთის, აზერბაიჯანის და თურქეთის წარმომადგენლებიც. „თეგეტა მოტორსის" სახელით ტურნირში მონაწილეობა მიიღო 2-მა ეკიპაჟმა. მათგან სტანდარტულ კატეგორიაში მეორე ადგილის მფლობელები გახდნენ პაატა წაქაძე და დავით საძაგლიშვილი. აღსანიშნავია, რომ ექსტრიმის კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვეს „თეგეტა მოტორსის" თანამშრომლებმა სანდრო ცხადაძემ და გიორგი ბეჟიტაშვილმა.
შეჯიბრის დასასრულს გაიმართა სპეციალური შოუ და დაჯილდოების ცერემონიალი. „თეგეტა მოტორსმა" გამარჯვებულები სასაჩუქრე ვაუჩერებით დააჯილდოვა.
ღონისძიებას ესწრებოდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი.
გამარჯვებულთა სია
კატეგორია სტანდარტი:
კატეგორია მონსტრები:
კატეგორია ექსტრიმი: